„გასაგებია, „ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად, თუმცა მათი აღარავის სჯერა. 100/50 სისტემა კომიკურია და ღიმილისმომგვრელიც, ამაზე არავინ დათანხმდება. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთმანეთზე, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ხალხთან, ხალხის დაკვეთა არის პროპორციული არჩევნები ან ისეთი სისტემა, რომელიც ასახულია ე.წ. გერმანულ მოდელში”
ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, ამ წუთებში, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავენ.