„ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს “ფეისბუქში”. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით… წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები”
გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ასე გამოეხმაურა ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს.