“მე დავინახე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის კმაყოფილი თავისი, როლით ამ პოლიტიკურ პროცესებში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მას უნდა სრული დომინიანტის როლი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მის ხელში იყოს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება. ახლა ეს სიტუაცია არ არის. სააკაშვილს შეიძლება უნდა მესის როლი ბარსელონაში, მაგრამ არც ქართული ოპოზიციაა ბარსელონა და არც სააკაშვილია მესი”
იაგო ხვიჩია – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი
ტვ პირველი
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხსნის პირად შტაბს, სადაც “ნაცმოძრაობასთან” და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.