მთავარი ციტატა

“ივანიშვილის ჯიბის სასამრთლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც”

“9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამრთლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9 თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.
ასე ვიჯდები, სანამ ივანიშვილი იქნება”

ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

შეგახსენებთ, 2019 წლის 25 ივლისს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი დააკავა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 16 იანვარს საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....