ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი ქარის გამო 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება დაფიქსირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.

112-ის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შესულ შეტყობინებათა უმრავლესობა პრევენციული სახის იყო და უკავშირდებოდა სახურავის დაზიანებას ან  ხის წაქცევის საფრთხეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა შეტყობინებაზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

“გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო – 49, რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ორი, იმერეთში – ორი, გურიაში – ერთი, შიდა ქართლში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, აჭარაში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი გამოძახება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....