aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაბანში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....