ახალი ამბები მთავარი ციტატა

“იმედი მაქვს სააკაშვილი მისი მეშვეობით, ივანიშვილს, საზოგადოებას რევანშის საფრთხით არ დააშინებინებს” – ჩიხრაძე

“მიხეილ სააკაშვილს სურს საკუთარი თავის აქტუალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში – ეს გასაგებია, ერთადერთი ის არის რომ, ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ მიხეილ სააკაშვილი მორიგ ჯერზე არ გამოაყენებინებს ბიძინა ივანიშვილს თავს საფრთხობელად და მისი მეშვეობით არ დააშინებენ ქართულ საზოგადოებას, რომ რევანშის საფრთხე მოდის.”

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი – ფიქრია ჩიხრაძე

“ციტატა”

აღნიშნული განცხადებით ჩიხრაძე ეხმაურება, სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელშიც ექსპრეზიდენტი შტაბის შექმნაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, უკვე აქტიურად ჩაერთოს ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და შექმნას საკუთარი პირადი შტაბი.

 

იტვირთბა....