რამდენიმე დღის წინ ხობში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული პაციენტი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა. 77 წლის ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
ექიმების ინფორმაციით, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ხობიდან გადაიყვანეს. მას თავს მამაკაცი დაესხა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
მანამდე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა თავდამსხმელმა ამავე ოჯახის წევრი დაჭრა. ბრალდებულის მიერ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.