შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ა. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
არსებული ცნობით, ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.