მთავარი ციტატა

“თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, 100/50 კომპრომისული ვარიანტია”

„თებერვლის ბოლოს შეთანხმება თუ არ შედგა, პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს საარჩევნო ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი. 100/50 არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, მის გარდამავალ დებულებებში. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ეს არის ამ ეტაპზე კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არ აქვს იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებს, ერთადერთი ამოცანა აქვს – დესტრუქცია, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს გააკეთა.

იტვირთბა....