ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება არჩევნებზე მაქსიმუმ 30%-ის მიღებას შეძლებს” – ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდისგან შემოთავაზებული მოდელი 100/50, ადგილებით და მანდატით ვაჭრობაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მაქსიმუმ 30%-ის მიღებას შეძლებს.

„100/ 50-ზე მოდელი არის ადგილებით და მანდატებით ვაჭრობა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა და ის სააჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს სჭირდება. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“ თუთიყუშებივით დაიწყეს გამეორება, თითქოს 60%-ს იღებდნენ. გარანტიას ვაძლევ 30%- ეს არის მათი მაქსიმუმი და თუ ისე გააგრძელებენ, როგორც იქცევიან, შეიძლება უფრო დაბალი შედეგი ჰქონდეთ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....