ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის ინსტრუქციებს რომელი სახელი და გვარი შეასრულებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“ – კახიძე

საპროკურორო საბჭოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ირაკლი შოთაძის შერჩევა გასაკვირი არ ყოფილა, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს ბიძინა ივანიშვილი მართავს.

აღნიშნულით კახიძე გენერალური პროლურორის პოსტზე შოთაძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, გენპროლურორის პოსტზე შოთაძის ადგილას ფარცხალაძე იქნება, თუ სხვა ვინმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

“საპროკურორო საბჭო სინამდვილეში დამოუკიდებელი უწყება არა რის, ის ივანიშვილის მითითებებს ასრულებს. ამ მითითებებს შეასრულებს საპარლამენტო უმრავლესობაც. შოთაძის ადგილას ფარცხალაძე ან ბადაშვილი, რომ იყოს ამით არსებითად არაფერი არ იცვლება. ივანიშვილის ინსტრუქციებს კონკრეტულად რომელი სახელი და გვარი შეასრულებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შოთაძის მობრუნება პირველ რიგში საზოგადოების შეურაცხყოფაა,” – განაცხადა საპროკურორო საბჭოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. შოთაძემ 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნი. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

იტვირთბა....