ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს” – ანრი ოხანაშვილი

საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძეს მისი მხარდაჭერა ექნება.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გენერალური პროკურორის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და პროფესიული გამოცდილება.

„კრიტერიუმები პირადად ჩემთვის არის კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რა პასუხებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ის ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია.

იტვირთბა....