თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს არ დათანხმდება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისი მერი კახა კალაძე ავრცელებს.
კალაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის მმართველობის დროს სწორედ ასეთი სისტემის პირობებში შეძლო გამარჯვების მოპოვება:
“გამოსავალი არის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შეთავაზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუ ისინი არ დათანხმდებიან, არჩევნები ჩატარდება, ჩვეულებრივად, არსებული შერეული სისტემით, რომელიც არის დემოკრატიული, აბსოლუტურად გამჭვირვალე,კონსტიტუციური და სხვათა შორის ამ სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში,მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული ყველაფერს,”- აღნიშნა კალაძემ.
კალაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლოს
“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს რეალურად გამარჯვების შანსი, მოიპოვოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი,” – განაცხადა კახა კალაძემ.