მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ერთად გადავიტანთ და ერთად გავუძლებთ…” – ინგა გრიგოლია

“ყოველდღიური სასამართლოები, დაკითხვები, ამ ასაკის კაცის წინ და უკან ტარება პროკურატურასა და სასამართლოებში, მრავალსაათიანი და ყოველდღიური დაკითხვები, როგორც ბნელ კომუნისტურ რეჟიმში… საქმეზე, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. ერთად გადავიტანთ და ერთად გავუძლებთ. მე და შენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ავთოს დაჭერის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ “ტვ პირველს” უკავშირდება”

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი, “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი ჰოსპიტალში გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს. როგორც ბიზნესმენის შვილი აცხადებს, მამის მდგომარეობა რთულია და მას გამოკვლევები უტარდება. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ კარდიოლოგიური პრობლემები ავთანდილ წერეთელს სასამართლო პროცესის შემდეგ განუვითარდა.

იტვირთბა....