ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცი კორონავირუსზე გამოიკვლიეს, პასუხი ცნობილია – თენგიზ ცერცვაძე

ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს ლუგარის ლაბორატორიის ოფიციალური დასკვნით B ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება. ინფორმაცია ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.

„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება – ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....