ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურ საავადმყოფოს შანხაიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა” – ცერცვაძე

ინფექციურ საავადმყოფოს შანხაიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაუდსტურა.

ცერცვაძის განცხადებით, ქალი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კორონავირუსზე ანალიზი ხვალ გაუკეთდება.

“გრიპია თუ სხვა რესპირატორული ვირუსი, რა თქმა უნდა, არ ვიცით. მცირედ ჰქონდა ტემპერატურის მომატება. ხვალ დილით გაუკეთდება ანალიზი კორონავირუსზე და ხვალვე იქნება პასუხი”, – უთხრა “მეტრონომს” თენგიზ ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....