ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, ეს იყო შეცდომა” – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გენერალური პროკურატურის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას მიესამლება და აცხადებს, რომ რთი წლის წინ შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო

“არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. მისი გადადგომა იყო შეცდომა, მე ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწვეტილება არ მიეღო. იყო რა თქმა უნდა რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა მე ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ დაბრუნდეს ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, მე ამას მხოლოდ მივესალმები,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურატურის პოსტზე 4 კანდიდატი შეარჩია. კ ანდიდატების მოსმენა საპროკურორო საბჭომ გუშინ დაასრულა.

იტვირთბა....