ახალი ამბები მთავარი სამართალი

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია – მათ შორისაა ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატთა შორის არიან: ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია.

ირაკლი შოთაძემ 10, სოფიო შენგელიამ – 9 , ვალერიან ვაჭარაძემ – 8, დარიკო თორდიამ კი, 7 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.

საპროკურორო საბჭო ფარული წესით გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭო სხდომას ხვალ 14:00 საათზე გამართავს.

იტვირთბა....