ბრიტანელი მეცნიერი რობინ შატოკი აცხადებს, რომ მისსმა ჯგუფმა, რომელიც ანტიინფექციურ ვაქცინებზე მუშაობს უკვე შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ის მზადაა უკვე ცხოველებზე დაიწყოს დატესტვა. ამის შესახებ ინფორმაციას “სქაი ნიუსი” ავრცელებს.
“ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა. 2-3 წლიანი საჭირო კვლევების საჭირო დრო 14 დღემდე დავიყვანეთ.” – აცხადებს შატოკი.
მეცნიერი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეჩერდება კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი, თუმცა ის იმედოვნბს, რომ ზაფხულისთვის უნდა გამოჩნდეს პოზიტიური დინამიკა. მისი თქმით, გლობალური პანდემია მოსალოდნელი არის თუ არა რთული სათქმელია, თუმცა არ იქნება გვიან არც მაშინ, თუკი მისმა ვაქცინამ გაამართლა.
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის კორონავირუსით 563 ადამიანია დაღუპული და 30 ათასამდე – ინფოცირებული.