თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკეში ერთ ღამეში ტროტუარებზე განთავსებული 32 ბოძკინტი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, ბოძკინტები იმ მიზნით განათავსეს, რომ ტროტუარი ავტომობილების პარკინგისთვის არ გამოიყენონ, ქვეითებმა კი გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ.
„ვიცით, რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარის საპარკინგზე ზონად გამოყენება. ამ დროს ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება ეზღუდებოდათ. შესაბამისად, სპეციალური დგარებით, იგივე ბოძკინტებით, ტროტუარის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 დგარი მოჭრეს და გაანადგურეს“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.