ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პასუხი არის მარტივი – ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ  “ორი მიმართულებით” ოპოზიციის “არაკომპეტენტურობა” დაადასტურა.

განცხადება კობახიხიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი, ესაა დამახინჯებული გერმანული მოდელი, ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირისგან – ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას.

ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით – ერთი: ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციურობასთან და მეორე – მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ “სისტემის შერჩევა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს”.

იტვირთბა....