ახალი ამბები ვიდეო კრიმინალი მთავარი

(ვიდეო) ე.წ. კანონიერი ქურდი “კვეჟოვიჩი” შტურმის შედეგად დააკავეს

თურქეთში სპეცოპერაციის შედეგად ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კვეჟოვიჩი”, იგივე გურამ ჩიხლაძე დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ იცოდნენ, რომ კრიმინალურ ჯგუფს, რომელშიც “კვეჟოვიჩიც” მონაწილეობდა, დაგეგმილი ჰქონდათ ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის“ ლიკვიდაცია. უფრო მეტიც, სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფებას სწორედ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული, თურქული და რუსული გამოცემები ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის არიან უკრაინელები, აზერბაიჯანელები, 1 რუსი და კიდევ რამდენიმე ქართველიც.

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია სპეცოპერაცია.

 

იტვირთბა....