ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უმრავლესობას საერთაშორისო შეტევის ფონზე აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად გამოვიდეს ამ კრიზისიდან“ – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, შექმნილი კრიზისიდან ღირსეულად გამოვიდეს.

ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ხიდაშელი იმედოვნებს, რომ როდესაც ხელისუფლება საერთაშორისო ორგანზიაციების რეკომენდაციებს რეალურად კითხულობდნენ და ითვალისწინებდნენ.

„ყველა დასკვნას ყველა სხვანაირად კითხულობს და ყველა თავისი ინტერპრეტაციას აძლევს. ხელისუფლების განწყობა გასაგებია, ისინი წინასწარი განწყობით იყვნენ, რომ აუცილებლად არ უნდა მოსწონებოდათ და არ უნდა დათანხმებოდნენ დასკვნას. მე ვისურვებდი, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანზიაციები რეკომენდაციებს აკეთებენ, ამ რეკომენდაციებს რეალურად კითხულობდნენ საქართველოში. არ ვიცი “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს თუ არა დასკვნას, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ საერთაშორისო შეტევის ფონზე აქვს ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად ღირსეულად გამოვიდეს ამ კრიზისიდან, სწორედ ეუთოს დასკვნიდან გამომდინარე. მათ გამოიყენონ დასკვნა იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვარონ”,- განაცხადა ხიდაშელმა.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

იტვირთბა....