იურისტი ანა დოლიძე, ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში, სოციალურ ქსელში მიღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
როგორც დოლიძე აცხადებს, უცნობი პირისგან ფეისბუქის საშუალებით მიიღო ვიდეომასალა, რომელშიც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზეა საუბარი.
„როგორც ჩანს, ფეისბუქზე ტრიალებს ეს ვიდეო და გადავწყვიტე შემეტყობინებინა, რადგან ეს არის საზარელი დანაშაული. ადამიანი, ვინც ეს ჩამიგდო, არის სოციალურ ქსელში აქტიური პიროვნება და არა ტროლი. იმედი მაქვს, პოლიცია შეძლებს ბავშვების იდენტიფიცრებას.
დღეს გავატარე რამდენიმე საათი პროფესიონალურ გარემოში, პროფესიონალ გამომძიებელთან, რომელმაც ჩაიბარა ყველა მონაცემი. სავარაუდოდ, ამ დანაშაულის გამოძიება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ის საკითხია, სადაც არავინ უკან არ უნდა დაიხიოს. იმედი მაქვს, პოლიცია ყველას დაკითხავს, ვინც ამ ჯაჭვში მონაწილეობდა და შუა რგოლთან კი არ მივა, როგორც ხანდახან ხდება, არამედ ამ დანაშაულის პირველწყაროსთან მივა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.