“ვერ გავიზიარებ ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული, ნამდვილად არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას… ვფიქრობდი, მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ, ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით”
გედევან ფოფხაძე – „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი
ასე მიმართა ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც დეპუტატები “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.