ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აუცილებლად ვუპასუხებთ ნატო-ს სწავლებას ევროპაში” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს სწავლებაზე რეაგირებას მოახდენს.

მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია ამ პროცეცების იგნორირება. აღნიშნუნული განცხადება ლავროვმა, რუსულ მედიასთან ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება გვექნება. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესების იგნორირება, რომლებიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას, მაგრამ რეაგირება გვექნება იმ სახით, რომ ამან არ შექმნას არასაჭირო რისკები.

ნატო-სა და ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში მოიგონეს ტერმინი „სამხედრო შენგენი“, რომელიც ითვალისწინებს ყველა სატრანსპორტო არტერიის მოდერნიზაციას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის ჩათვლით, რათა ყველაზე მსხვილმა სამხედრო ტექნიკამ შეძლოს გაიაროს აღმოსავლეთ საზღვრამდე. ვფიქრობ, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის გასაგებად, რამდენად სახიფათოა ეს თამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ..

მთლიანობაში, 40 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ისინი, ვინც პროვოცირებას უწევს ასეთ აბსოლუტურად გაუმართლებელ სწავლებებს, სურთ, რომ საპასუხო ზომები მოყვეს ამას იმისთვის, რომ მომავალში გაამწვავოს დაძაბულობა. უმნიშვნელო ასპექტი არ არის ის, რომ ნატოელების მიერ შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით საპასუხოდ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენ ტერიტორიაზე ისევე, როგორც ჩვენი ბირთვული იარაღი მდებარეობს ჩვენ ტერიტორიაზე, განსხვავებით აშშ-ის ბირთვული იარაღისგან“ ,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....