ჩინეთში მყოფ ბრიტანელებს, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
მათი განცხადებით, ისინი მუშაობენ ჰუბეის პროვინციაში მყოფი ბრიტანელების ევაკუაციის თემაზე.
„ჩვენ ჩინეთში მყოფ ბრიტანელებს ვურჩევთ, თუ შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ, რომ ეპიდემიის რისკები შემცირდეს. ჩვენ ვმუშაობთ ჰუბეის პროვინციაში მყოფი ბრიტანელების ევაკუაციის განხორციელებაზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 5 დღის წინ დადასტურდა.