ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

გამყრელიძის თქმით, ანალიზები ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტში იყო გაგზავნილი, საიდანაც ქართულმა მხარემ პასუხი დღეს მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით 425-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა  20 400-მდე გაიზარდა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ჰონგ-კონგში.

იტვირთბა....