ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰონგ კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჰონგ კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 425-მდე ადამინი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა  20 400-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით, 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა.

შეგახსენებთ, ჰონგ კონგში, ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, ასობით მედიკოსი გაიფიცა.

ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა საავადმყოფოების თანამშრომლები, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

იტვირთბა....