გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობა მარტივი არ იყო.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო.
„მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიურ საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. წელიწადზე მეტია ვსაქმიანობ ამ უნივერსტიტეტში, ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, ვიცი რა ის პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ პროკურორს აკისრია, ზოგადად კანონის უზენაესობის, ქვეყნისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ამ კონკურსში მონაწილეობაზე არ იყო მარტივი. როგორც საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რამდენიმე წლის განმავლობაში მეკავა აღნიშნული თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე დავტოვე საკუთარი გადაწყვეტილებით ასევე, საზოგადოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით. თითოეული ჩემი დღე იყო მიმართული პროკურატურის გაძლიერებისკენ, მისი როლის განმტკიცებისკენ, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზნაესობის დამკვიდრების გზაზე. მთავარ პროკურორად მუშაობის განმავლობაში მქონდა ამ მიმართულებებით მთელი რიგი წარმატებები. ზოგადად პროკურორობა არის რთული და შესაბამისად, რთულია გენერალური პროკურორობა,“ – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას მართავს.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე წარადგინეს