ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰონგ კონგში, ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, ასობით მედიკოსი გაიფიცა

ჰონგ კონგში, ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, ასობით მედიკოსი გაიფიცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა საავადმყოფოების თანამშრომლები, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

ხელისუფლების განცხადებით კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ჰონგ კონგში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა.

 

იტვირთბა....