დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” პასუხისმგებლობა აიღო ლონდონის სამხრეთით მომხდარ ინციდენტზე. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს, ლონდონში, სტრეტემის რაიონში, უცნობი თავს დაესხა დანით მამაკაცს. საბოლოოდ, პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. ინციდენტის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.
როგორც გაირკვა, თავდამსხმელი ახალი გამოსული იყო ციხიდან, სადაც სასჯელს ტერორიზმისა და ექსტრემისტული პროკლამაციების გავრცელებისთვის იხდიდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო.