ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სანაპიროზე შუა ხნის ქალის ცხედარი იპოვეს.

თვითმხილველები ამბობენ, ცხედარი ზღვას არ გამოურიყავს და წინასწარი დათვალიერებით, არც ძალადობის კვალი აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ბათუმში, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. 

იტვირთბა....