ბათუმში, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.