ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 81 წლის ქალი დაიღუპა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა, შემთხვევა კი, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა.

„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა“, – განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შოთა თოდაძემ პირველ არხთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტუს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....