ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ” – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

თურქეთს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები ამ დრომდე არ გამოუვლინდათ. ევაკუირებულთა შორის არის საქართველოს სამი მოქალაქეც. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, ჩინეთიდან ევაკუირებულთა შორის არიან თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები.

ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინში მაქსიმუმ 14 დღის გატარება მოუწევთ, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ვადა შემცირდეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე ჯერ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....