ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიაში ჩინეთიდან ევაკუირებულ ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

გერმანიის მოქალაქეთაგან ორს, რომლებიც ჩინეთიდან არიან ევაკუირებული, კორონავირუსი დაუდგინეს – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან გერმანიაში პირველ თებერვალს 124 მოქალაქე ჩაიყვანეს. გერმანიაში გადაყვანილთაგან 11 ადამიანი კლინიკაში დარჩა. ერთზე ექიმებს კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი აქვთ, ხოლო 10 მათგანი კი სხვა მიზეზებით არის ჰოსპიტალიზებული.

კარანტინში გადაყვანილი 113 მგზავრიდან ორს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული პაციენტები ფრანკფურტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....