ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტი გადაიდო

გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ჩინეთში სუპერლიგის ახალი სეზონის დასაწყისი 22 თებერვლისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ გადადო პირველობის დაწყება.

ჩინეთში უნდა გამართულიყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მალდივების წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ეს თამაში.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კი გუნდებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე სხვა ქვეყნებში გადაიტანენ.

იტვირთბა....