ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთაც დაფიქსირდა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი 44 წლის ჩინელი მამაკაცი ფილიპინებში იმყოფებოდა. იგი ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი.

ორივე ინფიცირებული პირი მანილას საავადმყოფოში მკურნალობდა.

ფილიპინების ხელისუფლება გარდაცვლილი კაცის ცხედარს უახლოეს ხანში ჩინეთის საელჩოს გადასცემს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 14 300-ია.

იტვირთბა....