მოსკოვმა ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების თვითმფრინავს დაჯდომის უფლება არ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ, „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აეროპორტის ხელმძღვანელობამ მიზეზად „რესურსების დეფიციტი“ დაასახელა.
„ეარბას ა310“-ს, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან 128 ადამიანი გადაჰყავდა, მოსკოვის აეროპორტში საწვავი უნდა შეევსო. თუმცა, პილოტებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობის მოულოდნელი უარის გამო ვერ ისარგებლეს. შედეგად, თვითმფრინავმა საწვავი ჰელსინკიში დაიმატა, საიდანაც ფრანკფურტის მიმართულებით გაფრინდა.” – „დოიჩე ველე“.
“არამეგობრული ნაბიჯი” – ასე გამოეხმაურა ამ რუსეთის მხრიდან უარს გერმანიის სამხედრო უწყება და განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში მომხდარის მიზეზს გამოიკვლევენ.