ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და ადეკვატური პოზიცია გვინდა მოვისმინოთ ოცნების მხრიდან” – ვაშაძე

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ვაშაძე ამბობს, ის მმართველი გუნდისგან ადეკვატურ პოზიციას ელოდება, რათა ევროსაბჭოს დადგენილებისამებრ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.

„სრულიად განსხვავებული სასტარტო პოზიცია არის მოლაპარაკების და დიალოგის წინ, ვხდევათ ამერიკელი კონგრესმენების, სენატორებისა და აშშ-ს მკაფიო პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და მეორე – ევროსაბჭოს დადგენილება, რომელმაც პირდაპირ, როგორც იმპერატიული განსაზღვრება გააკეთა, რომ მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყელმოღერებული პოზიცია, როგორიც აქვს „ქართულ ოცნებას“ – „როგორც მე მინდა ისე იქნება ყველაფერი”, ასე ვერ იქნება ფაქტია და თუ ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს არ მოისმენს, ძალიან მკაცრი განაჩენი ექნება მის ლიდერებს და წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და ადეკვატური პოზიცია გვინდა მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ კი არ უნდა შევთავაზოთ რამე, ჩვენ გერმანული მოდელი, რომელიც ადეკვატურია, შევთავაზეთ, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა მოვიფიქრეთ, ისინი მოვიდნენ 100-50-ზე ფორმულით და ჰგონიათ, რომ ჩვენ ვაჭრობაში შევალთ. ძალიან ცდებიან, ჩვენ უკვე პრინციპული, ურყევი პოზიცია გვაქვს, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ამაშია გამოსავალი ქვეყნის სწორი განვითარების. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო სჭირდება კოალიციური მმართველობა და უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში“, – გიორგი ვაშაძე.

იტვირთბა....