ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კომპანია “ეფლი” ჩინეთში დროებით ყველა ოფისსა და მაღაზიას დაკეტავს

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, კომპანია “ეფლი” ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო 9 თებერვლამდე ყველა ოფისსა და მაღაზიას დაკეტავს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია წამყვანი ექსპერტების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ონლაინმაღაზიები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

“ეფლის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კორპორაცია თვალს მიადევნებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას და, რაც შეიძლება, მალე აღადგენს მუშაობას.

კომპანია Apple, თავისი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებს, რადგან სწორედ ეს ქვეყანა წარმოადგენს მისი ბაზრის მთავარ ნაწილს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდეა გაზრდილი.

იტვირთბა....