გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლების – შაშიანისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, საპირისპირო მხარეს მოძრავი “შკოდას” მარკის ავტომობილი მოცურდა და შემხვედრ მანქანას შეეჯახა.
ავარიის შედეგად “შკოდას” ოთხმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მგზავრების საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.