ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

“როიტერის” ცნობით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  „როიტერი“ ინფორმაციას ესპანეთის მიკრობიოლოგიის ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ.

პაციენტების იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდეა გაზრდილი.

იტვირთბა....