დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ ცნობილი ვირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პაციენტების ბიოლოგიური მასალა დამატებითი კვლევებისთვის გერმიანიაში გადაიგზავნება. მათ მაღალი ალბათობით, კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ.
„ჩინეთი ქვეყნიდან ყველა გამომსვლელის სკრინინგს ატარებს, მათ არ ჰქონდათ რამე რესპირაციული ნიშნები, მათ გზაში განუვითარდათ რესპირაციული ნიშნები, ან თბილისში შემოსვლისთანავე, რის გამოც მათზე ზედამხედველობა დაწესდა. ეს არის სულ რამდენიმე საათში განვითარებული რესპირაცია, რომელიც დღეს უკვე გამოხატული არ აქვთ. ისინი უკვე ფაქტიურად, კლინიკურად ჯანმრთელები არიან.
ამ ადამიანებს, ვისზეც გრძელდება ზედამხედველობა, არ აქვთ მძიმედ გამოხატული რესპირაციული ინფექცია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მაღალი ალბათობით არ არის კორონავირუსული ინფექცია. ის, რომ გატესტილ ვირუსებზე აღმოჩნდა უარყოფითი ნიშნავს , რომ ან არ იყო ეს რესპირაციული ვირუსები, ან იყო ძალიან მსუბუქი და ამ ადამიანებს უკვე გამოჯანმრთელების ფაზა აქვთ და არაფერს საშიშროებას გარშემომყოფებისთვის არ წარმოადგენენ“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.