მთავარი ციტატა

“ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად” – დეგნანი

“ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე, ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით, კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“

კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში

აღნიშნული განცხადება ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....