ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გახარიას, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე” – ჭიჭინაძე

ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სამთავრობო კულუარებში მიმდინარე მოვლენებს.

“ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. რადგან თავად გახარიასაც საკმაოდ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშირებით.

თუნდაც პანკისის ხეობაში შეყვანილი ჩვენი პოლიციელები და სპეცრაზმი რომ გავიხსენოთ, იქიდან ისე გამოიყვანა, რისი გულისთვის დღემდე გაურკვეველია და არც გამოძიებულია.

მოკლედ, ის რომ გახარია მხოლოდ განათლების და სოფლის მეურნეობის პრემიერი იქნებოდა, ეს მე ჯერ კიდევ მისი დანიშვის დღეს ვთქვი. ახლა კი, გახარია უკვე აღარავის პრემიერი აღარ არი და ეს ფაქტია” – ნათქვამია დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შეკითხვაზე თუ რას ფიქრობდა გახარია სამართადამცავი გიორგი დვალიშვილის მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე, სადაც ლევან იზორიას ძმა, კიტა იზორია ფიგურირებდა, განაცხდა, რომ ვიდეო, რომელიც ნახა ამაზრზენია, რადგან პოლიცია იცავს საზოგადოებას და მის უსაფრთხოებას.

იტვირთბა....