ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალგორის მოსახლეობას ცხინვალის КГБ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადასვლის ნებას მისცემს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „საზღვარზე“ ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“ არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს.

„აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე. პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე საქართველოს მიმართულებით და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....