“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა გივი თარგამაძემ “ტვ პირველის” ეთერში, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს მისი მანქანის აფეთქებაში მიუძღვის წვლილი.
“სოსო გოგაშვილი შემოიჭრა ჩემს პირად ცხოვრებაში, რაღაც ბინძური კომპირაცია შექმნა და ჩაუგდო ჩემს მეუღლეს პირად ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრიდან იმისათვის რომ დაენგრია ჩემი ოჯახი და როდესაც მეორე დღეს ნახა ჩვენი სურათი ერთად, მესიჯი რომ ჩვენი ოჯახი ესე არ დაინგრეოდა, ხუთ დღეში ჩემს მანქანას, რომელშიც ჩემი 13 და 9 წლის გოგოები, ჩემი შვილები მგზავრობდნენ ამოუდო “ჰექსოგენის” პაკეტი და იმ ბომბის ამომდებს, ბლოკნოტში რომელიც იპოვეს, ჰქონდა ჩამოწერილი ყველაფერი ინნსტრუქცია რის მერე რა უნდა გაეკეთებინა, ის ეწერა რომ უნდა გამოეხედა მანქანაში და დაენახა, რომ მე ვზივარ ნამდვილად და ეს გააკეთა კიდეც კადრებშიც ჩანს, მაგრამ ის არ ეწერა, რომ კიდევ ვინმე თუ იჯდებოდა თავი უნდა დაენებებინა და მერე სხვა დროს ეცადა. ეწერა, რომ მთავარი იყო მე ვმჯდარიყავი და ვინც კიდევ იჯდებოდ. ჩემი მეგობრებიც უნდა მჯდარიყვნენ იმ დღეს და შემთხვევით არ მოხვდნენ – აცხადებს თარგამაძე.
რაც შეეხება სოსო გოგაშილს, თარგამაძის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა და მას აბსურდი უწოდა.